ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნიე ნივ ნიზ ნიკ ნიმ ნინ ნირ ნიუ ნიშ ნიც ნიხ ნიჰ

ნიკოლაძე იაკობ

(1876-1951) (ქსე) ქართველი მოქანდაკე, თანამედროვე ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი. სწავლობდა მოსკოვში სტროგალიოვის სამხატვრო-სამრეწველო სკოლაში, ოდესის სამხატვრო სკოლაში, პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. პარიზში ცხოვრებისას მუშაობდა როდენის სახელოსნოში. აქ მუშაობამ დიდი კვალი დააჩნია მის ნამუშევრებს: „ქარი“, „ჩრდილოეთის ასული“ „მოცეკვავე“, „სალომე“, ნ.-ის პირველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ი. ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი „მწუხარე საქართველო“ (შეუკვეთეს მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 წ. მთაწმინდის პანთეონში, ამის შემდეგ რამდენიმე საფლავის ძეგლი შექმნა, მაგრამ იგი მაინც ძირითადად პორტრეტისტი იყო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9