ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით იგი აუგიათ ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წწ.. ინტერიერში შემონახულია XVII ს. ფრესკები გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით. ასეთივე თაღებით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. დიდი ადგილი უჭირავს მრავალფიგურიან სცენებს („ფერისცვალება“, „მეორედ მოსვლა“, „ჯვართამაღლება“) – წმინდანების ფიგურებს,რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. 1634 წ. შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ Ш-ს. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX ს. II ნახევარშია აშენებული.
- „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა, ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა, მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა“ („ნიკორწმინდა“ გ. ტაბ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3