ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნიე ნივ ნიზ ნიკ ნიმ ნინ ნირ ნიუ ნიშ ნიც ნიხ ნიჰ

ნინოწმინდა

სოფელი საგარეჯოს რაიონში. შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი – ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა მუსიშვილის ორსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობათა ნანგრევები ტაძარი საყურადღებო ძეგლია. დიდგუმბათიანი ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო. იგი მრავალჯერ შეკეთებულა. საბოლოოდ დაინგრა 1828-1848 წწ. მიწისძვრის დროს.ნინოწმინდის სამრეკლო ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: არსენ ნინოწმინდელი, მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი, საბა ტუსიშვილი და სხვა.
 
„ნინოწმინდა – პალატები მეფეთა (გ. ლეონ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9