(1929) ქართველი პოეტი, რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემიის, გ ტაბიძის სახ. პრემიის ლაურეატი. 1953 წ. დაამთავრა თსუ. 1981 წ.-დან საქ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანია. ნ.–ის ლექსები ქართული პოეზიის დემოკრ. ტრადიციების ერთგულებით და თანამედროვეობის პრობლემათა გაბედული გააზრებით. ლექსთა კრებულებია: „კაფე-თესე, „ზეთისხილის რტო“, „მზე და ჩრდილი“, „ხილვები“, „მზე შუბის ტარზე“, „ეპიკური ექო“, „ერთტომეული“ პოეტს საყოველთაო აღიარება მოუხვეჭა“ ნიშანდობლივია ნ.-ის პოეზიის ფერწერულობა, ფრაზის ენერგიულობა, ნათელი და ლაპიდარული პოეტური მეტყველება, მხატვრული კონკრეტულობა და მტკიცე კომპოზიცია. პატრ. პათოსით, ფილოსოფ. პრობლემების თავისებური, ორიგინალური გააზრებითა და პოლემიკური განწყობილებით გამოირჩევა მისი ლექსები „ციხე-ტაძართა საგალობელი“, „მგლური კანონის ბალადა“, „ბიჭები“, „შეიბ მახვილი“, „სიტყვა „ამორძალები“, „ხარი“ და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3