ნა ნე ნი ნო ნუ
ნობ ნოე ნოვ ნონ ნოს ნოქ

ნობელის პრემია

ყოველწლიური საერთაშორისო პრემია. სახელი ეწოდა მისი დამაარსებლის, შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ა. ბ. ნობელის პატივსაცემად. ნობელის ანდერძის მიხედვით მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭებოდა რასის, ეროვნების, სქესის და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის, ნ. პ. შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზედაც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან. თანხის ოდენობა განისაზღვრება ნ. პ. ფონდის შემოსავლით (როგორც წესი 30-70 ათასი ამერიკული დოლარი). ანდერძის შესაბამისად ნ. პ. მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში), კაროლინის სამეფო სამედიცინო-ქირურგიულ ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში). ნორვეგიაში ნ. პ.-ს ანიჭებს (მშვიდობის გასმტკიცებისათგის) ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნ. პ.-ს ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (თუმცა არის გამონაკლისიც, მაგ. მ. სკლოდოვსკაია-კიურიმ მიიღო ორჯერ 1903 და 1911 წწ.) ნ. პ.-ის გაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმში და ყოველი წლის 10 დეკემბერს – ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნ. პ.-ის მინიჭება დაიწყო 1901 წ-დან ნ. პ.მიენიჭა: (ფიზიკისა და ქიმიის დარგში).გ. რენტგენს, მ. პლანეს, ა. აინშტაინს, ნ.ბორს, ე. რეზერუორდს, ე. ფერმის, ი.პავლოვს, რ. კოხსს, ი. მეჩნიკოვს, ა,.ფლემინგს; რ. თაგორს, რ. როლანს, ა.ფრანსს, ბ. შოუს, თ. მანს, ჯ. გოლზუორთს, ე: ჰემინგუეის, ა. კამიუს და სხვა (ლიტერატურის დარგში); დე. ნანსენს, მ. კინგს (მშვიდობისათვის).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9