ნა ნე ნი ნო ნუ
ნობ ნოე ნოვ ნონ ნოს ნოქ

ნოე

ბიბლიური ტრადიციის მიხედვით ადამის მეათე შთამომავალი, კაცი მართალი და უცოდველი, კაცთა მოდგმის მხსნელი, მსოფლიო წარღვნის შემდგომი კაცობრიობის მამამთავარი. როდესაც ადამიანები ღვთის რწმენას განუდგნენ, ღმერთმა დასასჯელად საშინელი წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას ნოეს აუგია კიდობანი, რომელშიც ჩაუსვამს ცოლი, შვილები (სემი, ქამი, იაფეტი) „და ყოველ წმინდა პირუტყვისაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი, უწმინდური პირუტყვისაგან ორ-ორი“ (დაბ.7. 2)
 
ღმერთმა შთააგონა აგრეთვე ნოეს:„ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი“ (დაბად. 9.6). თანახმად ბიბლიური ლეგენდისა, ნოეს კიდობანი წარღვნის შემდეგ ჩერდება არარატის მთასთან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9