ნა ნე ნი ნო ნუ
ნობ ნოე ნოვ ნონ ნოს ნოქ

ნონეშვილი იოსებ

(1918-1980) ქართველი პოეტი, რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1981 წ –სიკვდილის შემდეგ) დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ.- ტი. იყო სხვადასხვა გამომცემლობათა რედაქტორი („ნიანგი, „დილა“, „ლიტერატურული საქართველო“), მწერალთა კაეშირის გამგეობის მდივანი, მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ნ.-ის პოეზია ორგანულადაა დაკავშირებული ქართული კლასიკური ლექსის ტრადიციებთან. იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს, გამოირჩევა განცდათა სიმდიდრე-სინატიფით და მგზნებარებით. მისი ლექსისთვის დამახასიათებელია პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე და ეფექტურობა. შემოქმედების დასაწყისში სჭარბობდა სატრფიალო ლირიკა: „საუბარი ნაძვებთან, „ფრთხილად იყავ“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, „რას მიყურებ“. 40-იანი წლებიდან მისი პოეზია იმსჭვალება სამშობლოს სიყვარულის თემატიკით. ისტორიული წარსული, მშვიდობისა და ხალხთა მეგობრობის თემა მისი პოეზიის მთავარი თემაა: „ქართვლის დიდება დავიცვათ, „სატევარი“, „ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია“, „შემოდგომა თბილისში“, „ელადის ყვავილები“, პოეტური ციკლები სომხეთსა და ყაზახეთზე; პოემა „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, ნ.- ის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9