(1880-1969) (ქსე) ქართველი მეცნიერი და ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, საქართველოს მეცნ. აკად. აკადემიკოსი. თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტ. ისტორიის კათედრის გამგე. ხელმძღვანელობდა საქ. განათლების კომისარიატთან არსებულ უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საზ.-ბას. თსუ-ში ნ.-ის მიერ 20-იას წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები: მ. გოგიბერიძე, კ. მეგრელიძე, ს. წერეთელი, კ. ბაქრაძე, ა. ბოჭორიშვილი, 1906 წ. იგი სწავლობდა პეტერბურგის უნ-ის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ზე ფილოსოფიის განხრით. ნ-მ გააშუქა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორ-ის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა. ახლებურად გადაწყვიტა პოემის ეროვნულ-ფილოსოფიური წყაროების შესწავლის საკითხი. განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნ.-ის აზრით „ვეფხისტყაოსანი“ ქართული რენესანსის მწვერვალს წარმოადგენს. ნ.-სის დასაბუთებით „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური წყარო ქართული ნეო-პლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. ცნობილია ნ.-ის გამოკვლევა ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმოშობის შესახებ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3