ოა ობ ოდ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოყ ოჩ ოძ ოწ ოხ
ოიდ

ოიდიპოსი

(ქსე) ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში თებეს მეფე, თებეს მეფის ლაიოსისსა და იოკასტეს ძე. მისნების წინასწარმეტყველებით ო.-ს უნდა მოეკლა საკუთარი მამა და დედა შეერთო ცოლად, რის გამოც ლაიოსმა დასაღუპავად გაწირა ახალმობილი შვილი და კითერონის უშვილო მეფეს ჰოლუბეს მიჰგვარა აღსაზრღელად. მოწიფულმა ო.-მა დელფოს ორაკულისაგან შეიტყო თავისი საზარელი მომავალი და მისნობის აღსრულების შიშით მიატოვა აღმზრდელნი, რომელთაც მშობლებად თვლიდა გზად შემოაკვდა მამა ლაიოსი; თებეს მისადგომებთან სფინქსის გამოცანა ამოხსნა და ქალაქი თურმე ურჩხულისაგან იხსნა. მადლიერმა თებელებმა მეფედ მიიღეს და ლაიოსის ქვრივი, საკუთარი დედა, შერთეს ცოლად, ვისგანაც შეეძინა ორი ქალი – ანტიგონე და ისმენე, და ორი ვაჟი – ეტეოკლე და პოლინიკე. მრავალი წლის შემდეგ როცა ო.-მა შეიგნო მის მიერ ჩადენილი ცოდვა, მან დაითხარა თვალები და ქალაქი დატოვა. ერთგული ქალიშვილის, ანტიგონეს თანხლებით მივიდა კოლონს, სადაც მეფე თეზევსმა შეიფარა. იქვე გარდაიცვალა.
 
ო-ის მითი დამუშავებული აქვს სოფოკლეს თავის ორ ტრაგედიაში „ოიდიპოს მეფე“ და „ოიდიპოსი კოლონში“. აგრეთვე რომაელ ფილოსოფოსს სენეკას „ოიდიპოსი“. „ბედისწერის მიერ დევნილმა სიმბოლისტებმა სასოწარკვეთით გონს გადამცდარი ოიდიპოსის მსგავსად საკუთარი ხელებით დაითხარეს თვალები“ (გ. ასათ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9