მგზავრების გადასაყვანი ცხენებშებმული მრავალადგილიანი ეკიპაჟი. პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პირველად პარიზში გაჩნდა. XIX ს. 20-იანი წლებიდან ფართოდ გავრცელდა დას. ევროპის ქვეყნებში („ომნიბუსით“ გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3