(1800-1070) (ქსე) დავით ორბელიანის მეუღლე. 1831 წ. გასაუხულზე „შეთქმულთა ფარული ორგანიზაციის წეგრი გახდა. მისი ბინა შერჩეული იყო წვეულების ადგილად, სადაც უნდა დაეხოცათ სამხედრო და სამოქალაქო უწყებათა მოხელენი. შეთქმულების გაცემის შემდეგ დაუწესეს მკაცრი კოსტროლი. ო.-ს სახელგანთქმული სალონი ჰქონდა, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები ნ. ბარათაშვილი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი, მ. თუმანიშვილი, დ. ყიფიანი და სხვა. სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ თბილისში ჩამოსული უცხოელები, ო.-მა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებასა და მუდმივი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში.
- „დიდი სახელი მოიხვეჭა 30-40-იან წლებში მანანა ორბელიანის სალონმა. მანანა ორბელიანის სალონში გადაწყდა ქართული თეატრისა და ჟურნალ „ცისკრის“ დაარსების საკითხი“ (სახკ. სას- ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3