ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბრგ ბრი ბრკ ბრო ბრუ ბრძ ბრჭ

ბროსე მარი ფელისიტე

 
(1802-1880 წწ) (ქსე) ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. კოლეჯში სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულს და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის და გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბ.-მ შემწეობას უწევდნენ სენ მარტინი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით). 1837 წ. რუსეთში მიიწვიეს და აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. აქ წაიკითხა ლექციების კურსი საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847-1848 წ.წ. იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული და ნუმიზმატიკური მასალა და პეტერბურგში წიგნად გამოაქვეყნა. ფრანგულად თარგმნა და 7 ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება“, ვახუშტის „ისტორიის“ ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის, ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი კომენტარებითურთ. 1861 წელს მან გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია და მისი წყაროთმცოდნეობის ბაზა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დიდი წვლილი შეიტანა ბ.- მ ქართული ენასა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოსცა „ქართული ენის თვითმასწავლებელი, რომელსაც ახლავს საილუსტრაციო მასალა თარგმანებითურთ. თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს და განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ბროსე პირველი სპეციალისტია, რომელმაც სცადა ქართული ენის ნათესაობის საკითხი განეხილა გრამატიკულ მოვლენათა ჩვენებების მიხედვითაც. არაერთი მნიშვნელოვანი ნარკვევი უძღვნა შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლებს („ვეფხისტყაოსანი“, „რუსუდანიანი“, „ომანიანი“), გააშუქა საკითხი ქართული „რაინდული რომანის თავისებურებების შესახებ.“ ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ. ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპულ ქართველოლოგიაში. მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9