ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბაზილიკა

ბერძნ.
გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით სიგრძივი მიმართულებით სვეტების ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ. ნაწილად ყოფს. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით დახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. საქართველოში ბაზილიკა გავრცელებული იყო ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზილიკური ნაგებობებია ბოლნისის სიონი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, წყაროსთვალი.
 
„კონსტანტინე არსაკიძეს ერთი საკანი მიუჩინეს ძველი ბაზილიკის ნანგრევებს გადაღმა.“(„დიდოსტატის მარჯვენა“კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9