ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბუა ბუგ ბუდ ბუზ ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბურ ბუტ ბუშ ბუხ

ბუალო დეპრეო ნიკოლა

ფრანგი პოეტი ლიტერატურის თეორეტიკოს. ბუალოს ლიტერატურული მრწამსი - ამაღლებული სტილისა და ანტიკური ავტორებისათვის უპირატესობის მინიჭება მჟღავნდება პოემაში „საწიგნე.“ ბ. გამოეხმაურა პოლემიკას, რომელიც ცნობილი იყო „ძველებისა და ახლების დავის სახელით.“ ბ.-ს საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებია „პოეტური ხელოვნება (1874), რომელშიც განზოგადებულია ფრანგული კლასიციზმის ესთეტიკური პრინციპები. მშვენიერი ბ.-სათვის იგივეა, რაც გონიერი, ლოგიკური. იგი აღიარებდა, რომ მხატვრული გემოვნება უცვლელია ისტორიის მანძილზე მშვენიერების იდეალს ძველმა ბერძნებმა მიაღწიეს და თანამედროვე მწერლებმა უნდა მიჰბაძონ მათ. ბ.-ს პოეტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე. „კლასიციზმის ყველაზე დიდი თეორეტიკოსი ბუალო იყო.“(სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9