არგოს ნაოსნები, ელინთა რჩეული გმირები, რომელთაც კარგად შეკრული არგო (ნავი) გამართეს და კოლხეთს გამოილაშქრეს, რათა ოქროს საწმისი ძალით ან ნებით საბერძნეთში წაეღოთ. ეს მოხდა ტროას ომამდე. არგონავტების მითი იმდენად ძველია, რომ თვით ჰომეროსი შთააგონა, რათა შეექმნა „ილიადა“ ასე ვარაუდობენ მაღალ პოეტურ რანგში აყვანილი ცნებებისა და სიუჟეტური დეტალების საფუძველზე, რომელთა პირველადობა აშკარაა. ყველაზე სრულად და კარგად ეს ამბავი აპოლონიოს როდოსელმა აღწერა. „არგონავტიკაში“ ესაა ელინისტური ხანის ბერძნული ლიტერატურის შედევრი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3