ბერძნ. მითოლოგიაში ტყავი (ბეწვი) ვერძისა, რომელმაც ორქომენოსის (ელადა) მეფის – ათამასის ქალ-ვაჟი ჰელე და ფრიქსე განარიდა ავ დედინაცვალს და აიის ქვეყანაში ანუ კოლხეთში გადახვეწა მეფე აიეტმა შეივრდომა ფრიქსე (მისი და ჰელე გზაში დაიღუპა, ჩავარდა პელემ პონტის სრუტეში), მსხვერპლად შესწირა ზევსს, „დევნილთა მფარველს“, ხოლო მისი ოქროსბეწვიანი ტყავი ე. წ. ოქროს საწმისი არესის ჭალაში ჩამოჰკიდა და დარაჯად მარად ფხიზელი, ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული მიუჩინა. ო. ს. ელადაში დააბრუნეს არგონავტებმა, რომელნიც ამ მიზნით გაგზავნა კოლხეთში იოლკოსის მეფემ – ჰელიამ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3