ისტორიული ოლქი დას. (წინა) აზიაში. ძვ. წ. Ш ათასწლ. აქ ჩამოსახლდნენ ქანაანელთა ტომები. სახელი „პალესტინა“ მოდის ძვ. ებრ.-ფილისტიმელებიდან, რომლებმაც პ.-ს სანაპირო ზოლი დაიპყრეს ძვ. წ. XII ს. პ.-ის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში შეიქმნა იუდეველთა სამეფო, რომელიც ძვ. წ.920 წ. ორ სამეფოდ გაიყო – ისრაელის სამეფოდ და იუდეველთა სამეფოდ.1947 წ. 29 ნოემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით პ.-ის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – არაბული და ებრაული.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3