(ქსე) ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ეტრატი ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გამოუსადეგარ ტექსტს რეცხავდნენ, მაგრამ ნაწერი ისე იყო ტყავში ჩამჯდარი, რომ ძველი ტექსტის კვალი მაინც არ ქრებოდა და ქვედა ნაწერის ამოკითხვაც შესაძლებელი იყო. ჩვენამდე მოღწეული ქართული პ.-ების რაოდენობა 4500 ფურცელს აღწევს. პ.–ების აღმოჩენა და მათი ამოკითხვა ივ.ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. ჩვენამდე მოაღწია V-VI ს. ს.წერილობითმა ძეგლებმა რომელიც დღეს ცნობილია ხანმეტი პ.-ების სახელით. ქართული პ.-ები დაცულია საზღვარგარეთაც ოქსფორდის ბიბლიოთეკაში, კემბრიჯის უნ-ტის და ვენის ეროვნულ, ბიბლიოთეკაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3