პოლემიკურ-აგრესიული ტონის სატირული თხზულება ძირითადად პუბლიცისტური ხასიათისა, მიმართულია საზოგადოების გარკვეული წრის, ცალკეულ პირთა, ან ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის წინააღმდეგ. ქართულ მწერლობაში პ.-ის ნიმუშია გ. ორბელიანის „პასუხი შვილთა“, ილ. ჭავჭავაძის „პასუხის პასუხი“, „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“, „აკაკის „ფარისეველი“, „რუსეთუმე“ და სხვა.
- „აკაკი წერეთელმა გრიგოლ ორბელიანის წინააღმდეგ ზედიზედ დაწერა მეტად მახვილი და გესლიანი პამფლეტები.“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3