საეკლესიო მღვდელმსახურება, ლოცვა მიცვალებულთათვის, სრულდება მიცვალებულის დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდეგ მე-9, მე-20, მე-40 დღეს, აგრეთვე დაბადებისა და გარდაცვალების დღეს,წლისთავზე, ანგელოზის დღეს. საეკლესიო პ.-ის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით მიტინგით,საპატიო ყარაულით კუბოსთან.- წირვა-ლოცვა მიცვალებულთათვის. ხალხის თავმოყრა მიცვალებულის პატივ-საცემად, მისი ხსოვნის აღსანიშნავად.
- „პანაშვიდის გათავების უმალ ერისთავებმა იწამეს კლარჯული ძელიცხოველის სასწაული" („დიდოსტატის მარჯვენა" – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3