ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბუა ბუგ ბუდ ბუზ ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბურ ბუტ ბუშ ბუხ

ბუდიზმი

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული რელიგია. მის შემქმნელად ითვლება სიდჰარა გაუტამა, რომელმაც შემდეგ მიიღო ბუდას სახელი. ბ. წარმოიშვა ძვ. წ. VI-V სს. ჩრდილო ინდოეთში. ბ. ამქვეყნიურ ცხოვრებას ტანჯვად მიიჩნევს, უარს აცხადებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ქადაგებს პასიურობასა და მოთმინებას. ბუდიზმის ძირითადი დოქტრინაა მოძღვრება „ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტების შესახებ რომელთა მიხედვით ცხოვრება ბოროტება და ტანჯვაა. ამიტომ იგი სთავაზობს მორწმუნეებს „ხსნის კეთილშობილურ რვამაგ გზას.“ ბუდიზმის ხსნის გზაა ნირვანა ამქვეყნიურთობისაგან სრული განდგომა და სიკვდილის შემდეგ სულის ახალ სხეულში შესვლა.
 
„ფრიად გამიტაცა იტალიის შუასაუკუნეთა ისტორიამ. ამას ყოველივეს წინ უძღოდა ინდური ლიტერატურისა და საერთოდ ბუდიზმისადმი აღძრული ინტერესი.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს. ბოლოსიტყვა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9