მცენარე, რომელიც ნილოსის დელტის ჭაობებში ხარობდა და მისი ღეროებისაგან ამზადებდნენ ქაღალდს ძველ მსოფლიოში: წვრილ ზოლებად დაქუცმაცებულ ლერწამს ხის მაგარ ზედაპირზე ორ ფენად დააწყობდნენ. დაწნეხვის შედეგად მიიღებოდა ფურცლები, რომელსაც გრაგნულებად ახვევდნენ. ბიბლიის დიდი ნაწილი თავდაპირველად პაპირუსზე იყო დაწერილი. პაპირუსისგანვე ამზადებდნენ ნავებს,კალათებს.(ბიბლ. ენც.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3