პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პად პაე პათ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაშ პაც

პარალელიზმი

ლიტერატურაში დამოუკიდებელი, თანაბარი მნიშვნელობის მოვლენების, საგნების,სიტუაციების შედარება-დაპირისპირება, რაც გამოიხატება ტექსტის მოსაზღვრე მონაკვეთში ერთი და იმავე ან მსგავსი ლექსიკურ-სინტაქსური კონსტრუქციები, თემატურ-სიუჟეტური სახის, რიტმული წყობისა და სხვა განმეორებით. განასხვავებენ სინტაქსურ პ.-ს,კომპოზიციურ პ.-ს, რიტმულ პ.-სა და სხვა, პ. ემსგაგსება შედარებას, მაგრამ შედარებისაგან განსხვავებით მისი შემადგენელი ნაწილები ყოველთვის ინარჩუნებს დამოუკიდებლობას
 
მაგ.„მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა/და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი./მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა/ და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი“ (ა. კალან.).
ჩვეულებრივ პირდაპირი პ.-ის გარდა არსებობს უარყოფითი პ.ა, რომლის პირველი ნაწილი უარყოფითი შინაარსისაა, მაგ. „ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ ჩივის თავის უთვისტომობას საბრალოა მხოლოდ სული ობოლი...“(ნ. ბარათ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9