პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პად პაე პათ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაშ პაც

პარხალი

(ქსე) ძვ. ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ისტ. ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის „პარხალი-წყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმ. კალთაზე (ახლ. თურქეთის ტერიტორიაზე). პ.-ის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა. ამ შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება რომელიც ლიტერატურაში პ.-ის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. ძეგლი ბაზილიკურია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს შემკობილია გრეხილით მორთული ჯვრებით, ეკლესიის კედელზეა უამრავი წარწერა, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ სამხ. საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9