ცილისმწამებლური ხასიათის სატირული ნაწარმოები მიმართული რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი მოვლენისა ან ორგანიზაციის წინააღმდეგ.(ლიტ. თეორ.) სიტყვა „პ.“ -ის წარმოშობა დაკავშირებულია ამავე სახელწოდებით რომში არსებულ ქანდაკებასთან – პასკვილთან, რომელზედაც XVI-XVIII ს.ს. ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე დაწერილ შეურაცხმყოფელ ანონიმურ ლექსებს თუ წერილებს ჰკიდებდნენ. პ. ლიტერატურაში დამკვიდრდა როგორც სატირული ხასიათის ნაწარმოების ერთ-ერთი სახეობის შინაარსის გამომხატველი ტერმინი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3