ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნების წიაღში მწყემსების ცსოვრების იდილიური ასახვა ასეთ საწარმოებს ლიტერატურაში ბუკოლიკურსაც უწოდებენ, ამ თვალსაზრისით ქართ. ლიტ.- ში საინტერესოა დ. გურამიშვილის „ქაცვია მწყემსი“. პასტორალური შეიძლება იყოს მთელი ნაწარმოები, ჩართული ეპიზოდი, სცენა დრამაში, ოპერაში და სხვ. მაგ. ნ. ლორთქიფანიძის „დაგვიანებული ყვავილების“ ეპიზოდი, სადაც აღწერილია სოფლის მყუდრო ცხოერება.
- ,,მზე ჩადის ფრინველები იბუდებენ. ვერძები რქებგადაყრილი დადიან. ნეზვებს თავი დაუხრიათ. კრავებიც კი უფრო ეალერსებიან ძუძუს, ვიდრე სწოვენ. ყველა კმაყოფილია.. და მწყემსიც.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3