(1892-1968) რუსი მწერალი. ავტორია რომანტიკული სულით გაჟღენთილი მრავალი ნარკვევისა, მოთხრობისა და რომანისა. 2 წელი იცხოვრა საქართველოში (ფოთი,სოხუმი, ბათუმი„ თბილისი) ქართულ სინამდვილეს უძღვნა 23 ნაწარმოები.მათ შორის აღსანიშნავია მოთხრობები და რიტმული. აზრობრივი ნარკვევები „წერილები ბათუმიდან“, „ზამთარი ბათუმში“, „ქართველი მხატვარი, „მტკვარში გადახტომა“, „სად იპოვეს ოქროს საწმისი“,„ნახტომი სამხრეთისაკენ" და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3