ბუნების სურათის, ადგილმდებარეობის სანახაობის, რომელიმე მხარის საერთო ხედის დახატვა ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ლიტერატურული პ. განსხვავდება ფოტოგრაფიული პ.-საგან. სამხატვრო ესკიზისაგან იმით, რომ ლიტ.პ. არა მარტო ასახავს ბუნების ამა თუ იმ კუთხეს, არამედ აჩვენებს ადამიანის დამოკიდებულებას ამ მომენტისადმი. მხატვრ. ლიტ-ში პ. სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს მიზნობრივად. ყურადღებას იპყრობს შემდეგი მომენტები: 1. როგორც სიუჟეტის ჩანართი ეპიზოდი, მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი რგოლი, მაგალით. „პალიასტომის ტბაში“ ტბის აღელვება, რომელმაც მამა-შვილის დაღუპვა გამოიწვია. პ., როგორც მოქმედების გაშლის ფონი მხატვ. ნაწარმოებში, მაგ., პ. „კაკო ყაჩაღის" , "ბახტრიონის" შესავალი და სხვა. 2. პ. როგორც გმირთა განწყობილების, ძლიერი ემოციების გამოსახატავი ხერხი. ამ შემთხვევაში მწერალი ან უპირისპირებს ერთმანეთს ბუნების სურათსა და ადამიანის განცდებს, ან აკავშირებს, ამსგავსებს თუ უთანხმებს ბუნების მოვლენებს გმირის განწყობილებას და ამით აძლიერებს წარმოსახვის მომენტს. ნ. ბარათაშვილის განწყობილება ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ 3. პ. როგორც ესთეტიკური გრძნობის განვითარების საშუალება. მწერალი ბუნებას გვიხატავს თავისთავად როგორც სილამაზის განსახიერებას და ამით ადამიანში იწვევს მოწონებასა და ესთეტიკურ სიამოვნებას.