პერსონა, ნიღაბი, სახე (ქსე) ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი. ლირიკაში, სადაც პოეტის სუბიექტური განცდებია გამოხატული, პ., ცვლის ლირიკული გმირი, პ. უმთავრესად ადამიანია, მაგრამ ადამიანის გარდა მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედ პირებად ხშირად ვხვდებით საგნებს, მცენარეებსა და ცხოველებს, რომელთაც გარკვეული თვისებები მიეწერება. თავისი ფუნქციის მიხედვით პ. შეიძლება იყოს, მთავარი და მეორეხარისხოვანი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3