მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედი პირის ენა, სტილი, მეტყველება საერთოდ.ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი, როგორც მხატვრ. სახე ცოცხალი, კონკრეტული პიროვნებაა. ადამიანისათვის საერთოდ დამახასიათებელი თვისებების გარდა პერსონაჟი ისეთი ნიშნების შემცველია, რომლებიც მხოლოდ მას ახასიათებს და განასხვავებს სხვა ადამიანებისაგან. რამდენადაც ადამიანის სულის სამყარო, მისი (ხოვრების შინაარსი, ხასიათი მეტყველებაში ვლინდება უპირატესად, ამიტომ თითოეული ადამიანის მეტყველებაც თავისებურია, ინდივიდუალურია. მხატვ. ნაწარმოებში გამოყვანილ მოქმედ პირს თავისი ფიზიკური და სულიერი სახე აქვს და ამის საფუძველზე თავისებურად მეტყველებს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთიანი ენა, ყველასათვის სავალდებულო ნორმა არ არსებობდეს და ამ ძირითადი პრინციპებით არ ხელმძღვანელობდეს ყოველი მოსაუბრე. მაგ, ლელთ ღუნია, ოთარაანთ ქვრივი, არჩილი, კესო, კირილე მიმინოშვილი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ალუდა ქეთელაური, კვირია, გიორგი მეფე, ფარსმან სპარსი და სხვა. მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟები ლაპარაკობენ შესაბამის კუთხურ ენაზე. ამით არის მხატვრულ ნაწარმოებში განპირობებული გადახვევები სალიტერატურო ენიდან, რომლის დროს გამოიყენება დიალექტიზმები, პროფესიონალიზმები, არქაიზმები და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3