პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პეგ პედ პეი პერ პეტ

პეტრა

ისტორიული ციხე-ქალაქი დას. საქართველოში – ეგრისის სამეფოში (ახლანდ. სოფ. ციხისძირი, ქობულეთის რ-ნი, აჭარის არ).შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ხელსაყრელი სამხ.-სტრატეგ. და სავაჭრო-ეკონომ. მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე IV ს. ბიზანტ. ცენტრი. ქალაქის ვიწრო გზა, რომელიც დასავლ. საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.შუა საუკ მას ქაჯეთის ციხეს უწოდებდნენ. გარკვეული სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა XIX ს.-შიც. პეტრას ციხის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი სახელწოდება „პეტრა“ – ქვა, კლდე) პ. მიუვალ ციხედ ითვლებოდა, მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგ.გათხრებმა შიდაციხის გალავანთან ერთად გამოავლინა სხვადასხვა ნაგებობა,მათ შორის VI-VII ს, ს. ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9