(1672-I725) (ქსე)რუსეთის მეფე (1682 წ-დან), იმპერატორი (172I წ-დან), სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, მეფე ალექსი მიხეილის ძის ერთადერთი ვაჟი მეორე ქორწინებიდან (ნატალია ნარიშკინასაგან). პეტრემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ჯანმრთელი, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი ყრმა შეფის ინტერესები მრავალფეროვანი იყო წიგნები, ხელოსნობა, სამხედრო თუ საზღვაო საქმე. მისი შეხედულებების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მოსკოვში მცხოვრებმა უცხოელებმა რომელთა თაოსნობითაც და ყრმა მეფის დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა სამხედრო რაზმები. პ. I სწავლობდა ხომალდების აგებასა და მოგზაურობის დროს ეუფლებოდა საარტილერიო საქმესა და გემთმშენებლობას, პ. I დიდ ინტერესს ევროპის ტექ.კულტურისადმი, იწვევდა ოსტატებსა და სწავლულებს, უცხოეთში სასწავლებლად გზავნიდა რუს თავადაზნაურთა შვილებს. პ. I-ს ზედმიწევნით სწორად ესმოდა რუსეთის განვითარების პერსპექტივები. დიდი გარდაქმნები მოახდინა კულტურისა და განათლების სფეროში დაარსდა საერთო სკოლები, გაჩნდა სამედ.ქირურგიული, მათემატიკური, სანავიგაციო, საინჟინრო და საარტილერიო სასწავლებლები, საზღვაო აკადემია, გაიხსნა პირველი რუს. მუზეუმი (კუნსტკამერა) საჯარო ბიბლიოთეკითურთ. 1700 წ. შემოიღეს ახ. კალენდარი, რომლის მიხედვით ახალი წელი დაიწყო 1 იანვარს, ნაცელად 1 სექტემბრისა. 1703 გამოვიდა პირველი რუსული გაზეთი. 1725 წ. გაიხსნა პეტერბურგის მეცნ. აკადემია. პ. I -ის უშუალო ინიციატივით ჩატარდა რამდენიმე გეოგრ.-კარტოგრ. ექსპედიცია. პ. I-მა შემოიკრიბა ნიჭიერი, ერთგული მოღვაწენი, რომელთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა ქართველ ბატონიშვილს ალექსანდრე არჩილის ძეს.იგი თან ახლდა პ. I-ს საზღვარგარეთ.მიიღო შესაფერისი განათლება და დაინიშნა რუს. არტილერიის პირველ სარდლად (ფელდცეხმაისტერი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3