(ქსე) ბაჩკოვოს მონასტერი, შუა საუკ. ქართული მონასტერი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა საზღვარგარეთ –ბიზანტიის იმპერიაში (ახლ. ბულგარეთის ტერ-ზე, ქ. პლოვდივის მახლ. სოფ. ბაჩკოვოში) 1103· წ. დააარსა ბიზანტ. გამოჩენილმა პოლიტ. და სამხ.მოღვაწემ, ეროვნებით ქართველმა გრი-გოლ ბაკურიანის ძემ, მანვე შეუდგინამონასტერს „ტიპიკონი“ (წესდება) ქართულ და ბერინულ ენებზე სამო-ნასტრო კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე. პ. მ.-ის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიურ სიძლიერეს და დაწინაურებას, ის იყო შუა საუკ ცნობილი კულტ. საგანმ. კერა. პეტრიწონის სემინარის, იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრად. აზრით, თითქმის 20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი რომლის ლიტ.-ფილოსოფ. .სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართ მწერლობა ბიზანტიურს, დოგმატ.-ფილოს. წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართულ ფილოსოფ. აზროვნების განვითარებას. 1204 წ. პ. მ. ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს, მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც კ გრძელდებოდა. რუს.-თურქ ომის (1877-1878 წწ) დროს რუსული არმიის ნაწილმა კაპიტან ვ.ჯორჯაძის თურქთაგან დარბევას გადაარჩინა გრიგოლ ბაკურიანის ძის დროინდელ შენობათაგან შემორჩა მხოლოდ საძვალე, სხვა შენობები XVII ს. მთლიანად გადააკეთეს. საძვალეში დაკრძალულნი არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი. საძვალის კედელზე ორივე ძმის გამოსახულებაა. პ. მ.-ში შემონახულია 1311 წ. ქართულ წარწერიანი ღვთისმშობლის ხატი, მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს (პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით აკად. ა. შანიძე წარწერას XIV ს.-ით ათარიღებს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3