(ქსე) XIX ს. II ნახ. საქართველოს წარმომადგენლები რევ. დემოკრ. და უტოპიურ-სოციალური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ ჟურნალ-გაზეთებში („საქართველოს მოამბე“, დროება“, „ივერია“ და სხვა). პირველდასელთაგან ზოგი საზ. ასპარეზზე გამოჩნდა უკვე 1801 წ. „ცისკრის“ ფურცლებზე. პირველდასელები მეორედასელებთან – რადიკალ-დემოკრატებთან და ხალხოსნებთან ერთად შეადგენდნენ რევ. დემოკრ. ბანაკს, ოღონდ მათგან რამდენიმე განსხვა-ვებული თვალსაზრისით უდგებოდნენ ეროვნ.-სოც. და საკაცობრიო პრობლემებს, იბრძოდნენ თვითმპყრობელურ-ფეოდალურ და საერთოდ ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ; ზრუნავდნენ საქართველოს ეროვნული აღორძინებისათვის, გაერთიანებისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, მშრომელი ხალხის განთავისუფლება-გაძლიერებისა და ძვ. ქართული კულტურის ჯანსაღი ტრადიციების დემოკრატიულ საფუძველზე განვითარებისათვის. მოითხოვდნენ ხალხის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყოველმხრივ განვითარებას (უწინარეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღმავლობას) იღვწოდნენ ქართული ენის, ლიტერატურის, საზ. აზროენების განახლებისა და აყვავებისათვის. პირველდასელები არ მოითხოვდნენ კერძო საკუთრებისა და კლასების მოსპობას, თუმცა მხარს უჭერდნენ საყოველთაო ეროვნული სოციალიზმის განმანათლებლურ – რევოლუციურ დემოკრ. უტოპიურ თეორიასა და პროგრამას. მეთაურობდა ი. ჭავჭავაძე, რომელთანაც მსოფლმხედველობრივად ყველაზე ახლოს იდგნენ ა. წერეთელი, ი.გოგებაშვილი, უფრო გვიან – ა. ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3