სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე ადრინდელ სასანიანთა ირანში, ქართლის სამეფოსა და სომხეთში. მკვლევარების აზრით პ. იყო მეფის ნაცვალი, პროვინციის მმართველი. პ. ქართლში, ჩანს „ერისთავის“ პარალელურად იხმარებოდა. პიტიახშებს ნიშნავდა სპარსეთის სამეფო კარი (ვარსქენ პიტიახში „შუშანიკის წამების“ პერსონაჟი.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3