ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი, იდეალისტური ფილოსოფიის ფუძემდებელი (429-347 წწ. ჩვ.ერამდე) ასევე ცნობილია როგორც პოეტი, ჩვენამდე მოაღწია მისმა 25 ეპიგრამამ. „მეფეე გიორგი ფარსმან სპარსთან ღამეული საუბრების დროს დიდი გულისყურით ისმენდა პლატონის სწავლას სულთა გარდავლენისათვის" („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3