(1909-1940) –(ქსე) ამერიკელი მწერალი. დაიბადა მსახიობთა ოჯახში 2 წლისა დაობლდა, აღზარდა ვირჯინიელმა ვაჭარმა. ლექსების წერა 12 წლისამ დაიწყო.ცნობილი გახდა მოთხრობით „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი“. პ.-ს ღრმად ორიგინალური შემოქმედება არსებითად რომანტიკულია. მისი შემოქმედების თავისებურებაა ფასტასტიკურ-კომიკურისა და სერიოზულის შერწყმა. მის შემოქმედებაში დახვეწილი ოსტატობითაა გახსნილი ცხოვრების უაზრობის მძაფრი შეგრძნება, ადამიანური სევდის თემაა ლექსებში: „ყორანი“, „ულიაიუმი“, „ანაბელ ლი“, „ზარები.“ საქართველოში პ.-ს შემოქმედებას ადრიდანვე იცნობდნენ. არაერთხელ ითარგმნა მისი ლექსი „ყორანი“ (პირველად თარგმნა ვაჟა-ფშაველამ). პ.-ს შემოქმედებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ ცისფერყანწელები. გ. ტაბიძემ რამდენიმე ლექსი მიუძღვნა ( „საუბარი ედგარზე“, „ედგარი მესამედ“ და სხვა). მის არაერთ ლექსს წამძღვარებული აქვს ეპიგრაფად პ.-ს სტრიქონები. .
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3