ბერძენი ფილოსოფოსის ნემესიოს ემესელის ანთროპო-ფსიქოლოგიური თხზულება. ბერძნულიდან თარგმნა იოანე პეტრიწმა. ნაშრომში განხილულია ადამიანის ანატომიური ფიზიოლოგიის ზოგიერთი საკითხი. ავტორი არსებითად მატერიალისტია. მისი აზრით, სამყარო, საგანი, არსებობს თავისთავად ობიექტურად. ადამიანის ფსიქოლოგიურ დაავადებათა მიზეზია ტვინის რომელიმე ნაწილის დაზიანება. ამ ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა ძვ. საქართველოს ფილოსოფიურ ფსიქოლოგიური და სამედიცინო ბიოლოგიის ცოდნის განვითარებაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3