წინდახედული, წინასწარმეტყველი, შორსმჭვრეტელი.ბერძ. მითოლოგიაში: ტიტანი, რომელმაც ოლიმპოდან მოიტაცა ცეცხლი დ აასწავლა ხალხს მისი გამოყენება; დასასჯელად ზევსმა მიაჯაჭვა იგი კლდეზე კავკასიაში; მას ყოველდღე არწივი უძიძგნიდა ღვიძლს, რომელიც ღამით კვლავ უმრთელდებოდა; გაათავისუფლა ჰერაკლე“ (ქართულ ფოლკლორში შეესაბამება ამირანი. მიჯაჭვული ამირანის პოეტური სახე).
- გამოთქმა „პრომეთეს ცეცხლი“ აღნიშნავს დიადისა და ძვირფასისაკენ მისწრაფებას, ხოლო სახელი „პრომეთე“ – დიდს, ძლიერსა და განსაკუთრებულს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3