პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პუბ პუგ პურ პუტ პუშ

პურიზმი

ენაში შემოსული უცხო სიტყვათა (უფრო ნეოლოგიზმების) უკუგდება და მათი შეცვლა დედანის ხელოვნურად გაცოცხლებული (ან შეთსზსული) სიტყვებით. ეს მისწრაფება ენის „გაეროვნულებისაკენ“ ზოგჯერ ყოველგვარი ენობრივი ნასესხობის გაუმართლებელ უარყოფამდე მიდის, ენაში ახალი საერთაშორისო ტერმინების შემოსვლა ენის ბუნებრივ განვითარებას არ ეწინააღმდეგება და ენის „დანაგვიანებას “ არ წარმოადგენს. პ.-ის ნიმუშებია ქართულში გვადრუცი (ჩემოდანს, სატუცავი (კალოში), რონოდა (ვაგონი), წვრილმადიდი (მიკროსკოპი), ანგარანი (კანტორა), ჩალათა (კონვერტი), გლარჯმილა (პაპიროსი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9