(1799-1837) – (ქსე) რუსი მწერალი, რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი. მამა იმხანად გაღარიბებული აზნაური სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა – ნადეჟდა ოსიპის ასული – პეტრე I-ის აღზრდილის აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი იყო. სწავლობდა ცარსკოე სელოს ახლადგახსნილ ლიცეუმში. მეგობრობდა დეკაბრისტებთან ლიცეუმში სწავლისას დაწერა 120-მდე რომანი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. პ-ის ლექსები: „თავისუფლება“, „ჩაადაევს", „ზღაპრები“, „სოფელი“ სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით.პოემა „რუსლანი და ლუდმილა“, „სამხრეთული პოემები“ („კავკასიის ტყვე“, „ბასჩისარაის შადრევანი“, „ყაჩაღი ძმები“), პოემა – „ბოშები, ტრაგედია – „ბორის გოდუნოვი“, რომანი – „პეტრე დიდის ზანგი“, პოემა – „პოლტავა“; ლექსები: „წინასწარმეტყველი“, „პოეტი, „პოეტი და ბრბო“„ევგენი ონეგინი“, „ბელკინის მოთხრობები, „სადგურის ზედამხედველი“, „მეკუბოვე, „პატარა ტრაგედიები“ „ძუნწი რაინდი“, „ქვის სტუმარი“, „მოცარტი და სალიერი“, „ლხინი ჟამიანობის დროს“), პოემა „ბრინჯაოს მხედარი“, „კაპიტნის ქალიშვილი“; ზღაპრები: „სალთან მეფის ზღაპარი“, „მებადურისა და ოქროს თევზის ამბავი“, „ოქროს მამლის“ შესასებ. სიცოცხლის მიწურულს მან სევდიან განცდებთან ერთად გადმოგვცა თავისი პოეტური უკვდავება ლექსში „ძეგლი აღვიგე ხელთუქმნელი, მარადიული“. 1629 წ. 27 მაისს თბილისში ჩამოვიდა სამხედრო გზით. სამ კვირამდე დაჰყო, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას – ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში“ პ-მა გააკრიტიკ აცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, თანაგრძნობით ასახა ქართველ გლეხთა სიღატაკე, ქართველთა „გონებრივ ნიჭს“დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. საქართველოს უძღვნა ლექსები: „საქართველოს მთებზე“, „მონასტერი ყაზბეგზე“ „კავკასიონი, „ზვავი“. პ.-ის პოეზიამ პოეტის სიცოცხლეშივე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. მისი ლექსები თარგმნეს ალ. ჭავჭავაძემ, გრ. ორბელიანმა, ს. რაზმაძემ, ილ. ჭავჭავაძემ, აკ. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ.ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პ.-ის შთამომავალთა ერთი შტო (გვარად სვანიძე ცხოვრობს საქართველოში. პ. გარდაიცვალა დუელით მისი ცოლის ნატალია გონჩაროვას თაყვანისმცემელ ოფიცერთან – დანტესთან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3