ლიტ.თეორ.) დასაწერად გამზადებული საგანგებოდ დამუშავებული ტყავი. ქაღალდის დამუშავების პროცესის მოგონებამდე უპირატესი საწერი მასალა იყო პ. ეს სახელწოდება ტყავმა მიიღო იმ ქალაქის სახელწოდებიდან, სადაც მას ამზადებდნენ – პერგამა, პერგამენტი.ქაღალდის მასობრივი დამუშავების შემდეგ პერგამენტმა დაკარგა სამწერლო მნიშვნელობა და იგი იქცა ისეთ ტყავად რომელსაც სხვადასხვა იარაღების გადასაკრავად იყენებდნენ. დღეს პ. ისეთ გამძლე, გაჟღენთილ ქაღალდს ეწოდება, რომელსაც ცხიმოვანი ნივთიერებისა და სხვათა შესახვევად ხმარობენ. მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია არა ერთი და ორი დიდი ლიტერატურული ძეგლი, რომელიც პ.-ზეა დაწერილი. ამ მხრივ არც ქართული ლიტერატურა წარმოადგენს გამონაკლისს. ამიტომ წერდა ცნობილი პოეტი ტ. ტაბიძე: „შენსა ანბანსა“ და „შენ „ხილთ ქებას“უჭრელებია პერგამენტები".
- „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3