ორლეანელი ქალწული, საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის დროსხელმძღვანელობდა ხალხის ეროვნ. განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში. ფანატიკურად მორწმუნე ჟ.დ.-მა თავისი ჭკუითა და მოხერხებულობით მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. მან შეაღწია ინგლისელებით გარემოცულ ორლეანში და რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებით აიძულა ინგლისელები პოზიციები დაეთმოთ. ჟ.დ.- მა ბრძოლაში საბოლოოდ გაანადგურა ინგლისელთა არმია. მეფე, არისტოკრატია და სამღვდელოება შეაშინა ჟ დ.-ის პოპულარობამ; იგი ღალატით ჩაიგდეს ხელში და დიდი თანხის ფასად მიჰყიდეს ინგლისელებს. 1432 წ. საეკლესიო-სასამართლო პროცესზე ჟ.დ. „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და ქ. რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1456 წ. კი რეაბილიტებულად გამოცხადდა, ხოლო 1920 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღე – 8 მაისი არის საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3