ჟა ჟე ჟი ჟო ჟღ
ჟალ ჟამ ჟან ჟარ

ჟანრი

(გვარი, სახე) – (ლიტ. თეორ) მხატვრული ნაწარმოების აგებულების სპეციფიკური ფორმა ლიტერატურაში, ხალხურ სიტყვიერებაში, ხელოვნებაში საერთოდ. ლიტერატურაში ცნობილია სამი ძირითადი ჟ. (გვარი): ეპოსი, დრამა, ლირიკა. თითოეული მათგანი იყოფა ჟ-ად. მაგ. ეპოსი წარმოდგენილია შემდეგი ჯ.-ბით რომანი, მოთხრობა, ნოველა, ეპოპეა და სხვა. დრამატული გვარის ჟ-ბია კომედია ტრაგედია, საკუთრივ დრამა ლირიკის ჟ.-ბია:ჰიმნი, ელეგია, ოდა, ეპიგრამა და სხვა.ცალკეულ ჟ.-ს აქვს თავისი სახეობა. მაგ, რომანის სახეებია ისტორიული რომანი, სოციალური რომანი, სათავგადასავლო რომანი და ა. შ. დრამის სახეებია ვოდევილი, ფარსი, ინტერმედია. გარდა ამისა დრამა შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, ლირიკული. ლირიკული ჟ.-იც იყოფა სახეებად: ეპიგრამა, ეპითალამა, ელეგია, ჰიმნი და სხვა. მხატვრობის ჟ.-ია პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ყოფითი და ბატალური სურათები, მონუმენტური ფერწერა, ილუსტრაცია, გრაფიკა, ოფორტი, გრავიურა ლითონსა და ხეზე,ლითოგრაფია ქვაზე და სხვა. ასე, რომ გვარი ფართო ცნებაა და ჟანრი მასში შედის. სახე ჟ.-ის შემადგენელი ნაწილია. ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობას, კინოს, სასცენო ხელოვნების ყველა დარგს თავისი ჟ. აქვს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9