(1854-1914) (ქსე) ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახ. სემინარია და მოსკოვის სახ. აკადემია. იყო თბილისის სას. სასწავლებლის პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმების გამგე, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სკოლების მეთვალყურე, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი, საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრი. ჟ.-მ ამაგი დასდო ძვ. ქართული მწერლობის შესწავლას. იკვლევდა მიქაელ მოდრეკილის, არსენ დიდი საფარელის,მამუკა თავაქალაშვილის, იოსებ თბილელის, თეიმურაზ I-ისა და სხვათა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ქართული ბიბლიის წარმოშობას, ჰაგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაუჟიულ ძეგლებს. მნიშვნელოვანია უ.-ს „დავით გურამიშვილი და მისი დრო“, „ანტონ I – საქართველოს კათალიკოსი, ვლადიმირისა და იაროსლავის არქიეპისკოპოსი“, „ქართული გრამატიკა“ და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3