ჟა ჟე ჟი ჟო ჟღ
ჟონ ჟორ

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე

(1869-1953) - (ქსე) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ერთ- ერთი ლიდერი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სას, სემინარია, სწავლობდა ვარშავის ვეტერინ. ინსტიტუტში, იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი, წევრი (ფსევდ. „კოსტროფი“, „ანი“, „ნარი“, „ნარიძე“ და სხვა). ჟ. აღიარებდა ბურჟუაზიისა და მუშათა კლასის ეკონომიკურ წინააღმდეგობებს, მაგრამ არ სცნობდა პროლეტარულ რევოლუციას და პროლეტარული დიქტატურის აუცილებლობას. იყო გაზეთ „კვალის“ რედაქტორი. რსდმპ II ყრილობაზე სათათბირო ხმით ისკრელთა უმცირესობას მიემხრო და კავკასიის მენშევიკების ლიდერი გახდა. „კულტურულ-ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეას უჭერდა მხარს და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას, არ სცნობდა ერთა თვითგამორკეევას, ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას. უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი მეთაურის, საქართველოს ისტორიული წარსულის მიმართ. 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მხარი დაუჭირა საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოცილებას. 1918-1921 წწ. იყო მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წ მარტიდან – ემიგრანტი. ცხოვრობდა საფრანგეთში. ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას, მონაწილეობდა საქართველოში 1924, წ. მენშევიკური ამბოხების მომზადებაში.
 
„გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! – გაჰკიოდა წარ-ამარა ჯაყო.“ („ჯაყოს ხიზნები“ - მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9