რა რე რვ რი რო რუ რჩ
რა რაბ რად რაზ რაი რამ რან რარ რას რაყ რაშ რაც რახ

რადიანი შალვა

ნამდვილი გვარი – შეწირული) ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგ. ფაკ-ტი. მუშაობდა სხვადასხვა რედაქციებში, ეწეოდა თსუ-ში პედაგოგიურ მოღვაწეობას – კითხულობდა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. იყო ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე და შ. რუსთაველის სახ. ქართ.ლიტ-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, რ. ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომისა. ძირითადი გამოკვლევებია: „თანამედროვე ქართული ლიტერატურა“, „ლიტერატურული პორტრეტები“, „ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები, „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“, „ახალი ქართული ლიტერატურა“, „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“, „სახეები და შთაბეჭდილებანი“ და სხვა.რ.-ის რედაქციით ლიტერატურის კლასიკოსთა თხზულებათა კრებულები ქართულ და რუსულ ენებზე. იყო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. მათ შორის აღსანიშნავია „ქართული ლიტერატურის ისტორია“(რუსულ ენაზე).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9