რა რე რვ რი რო რუ რჩ
რა რაბ რად რაზ რაი რამ რან რარ რას რაყ რაშ რაც რახ

რაინდობა

სამხედრო მსახურეული ფენა საუკუნეების დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.რ.-ს მიეკუთვნება ყველა საერო ფეოდალი, მაგრამ უმთავრესად ის მაინც წვრილი ფეოდალებისაგან შედგებოდა. რ. პირველად იხსენიება X ს. ბოლოს. რ-ს ფეოდ. დიდკაცების ვასალები იყვნენ. ფეოდ. დაქსაქსულობის გაძლიერება ხელს უწყობდა რაინდთა უფლებების ზრდას, მათი პრივილეგიების განმტკიცებას. განსხვავება დიდკაცობასა და რ-ს შორის თანდათან ქრებოდა. XII ს. საერო ფეოდალების გარდა რ-ში შედიოდნენ რაინდულ სასულ. ორდენებში გაერთიანებულინ სას.ფეოდალებიც. რ., ჩვეულებრივ, ფეოდის (მიწის ნაკვეთის) მფლობელი უნდა ყოფილიყო. ეს განსაზღვრავდა რაინდთა მატერ უზრუნველყოფას, შესაძლებლობას ჰყოლოდათ სალაშქრო ცხენები და რაინდის შესაფერი შეიარაღება (მახვილი, ფარი, მუზარადი და სხვა.) რაინდთა მთავარ საქმიანობას ომებში მონაწილეობა შეადგენდა, ომებს შორის რაინდები ე. წ. ტურნირებში (რაინდული ასპარეზობანი) მონაწილეობდნენ. ცეცხლმსროლელი იარაღის გამოგონებამ გააქარწყლა რაინდების, როგორც მთავარი საომარი ძალის, მნიშვნელობა („ამირანდარეჯანიანი“, „ვეფხისტყაოსანი“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9