აღმოსავლურ პოეზიაში სიტყვა ან წინადადება, რომლითაც თავდება თითოეული ტაეპი რითმის გარეთ. მაგ: სიტყვა „საიათნოვა“ და ფრაზა „არმინდა“, სალექსო რითმის გარეთ მდებარეობენ და წარმოადგენენ ერთგვარ რეფრენს, მინამლერს, ამავე დროს პოეტური განმეორებაა რომელიც ხელს უწყობს განწყობილების და წარმოსახვის მომენტის გაძლიერებას. რ.გვაქვს ხალხურ პოეზიაშიც. „წუთისფელი რა არის, აგორებული ქვა არი, რა წამსაც დავიბადებით, იქვე სუფლავი მზა არი. “
- „გადავიდა შენი დრო, საიათნოვა/ რაღად გინდა ოხო-ხო, საიათნოვა/ ყველა მეუბნება: ჰო საიათნოვა საით მიხვალ, ჩემკენ მო, საიათნოვა,/ დამეხსენი, ავკაცობა არმინდა,/ ქვეყანაზე გაფენობა არ მინდა, ავი სიტყვის შენთან მბობა არ მინდა ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3