რა რე რვ რი რო რუ რჩ
რეა რებ რეგ რედ რევ რეზ რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეჩ რეც

რემინესცენცია

  1. ბუნდოვანი მოგონება, მოგლენა, რომელიც ადამიანს რაიმეს მოაგონებს;
  2. ვისი მეშემოქმედების გავლენის ასახვა ლიტერატურულ. მუსიკალურ და სხვა ნაწარმოებში. (ანდ. ჭილ.) უნებლიე მსგავსება დამთხვევა სიტყვებისა, გმირთა მოქმედებისა. ეგნ. ნინოშვილის სიმონამ მოკლა ტიტიკოთ ცოლის გაუპატიურებისათვის; ილ. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობში“ გაბრო კლავს დათიკოს სატრფოს შეურაცხყოფისათვის; პუშკინი და ლერმონტოვი ორივე დუელში დაიღუპა; მიცკევიჩმა „ფარისი" სამეცნიერო ექსპედიციაში დაღუპულ რაჟევსკის მიუძღვნა, ხოლო ნ. ბარათაშვილმა თავისი „მერანი“ ლეკებთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილ ილია ორბელიანს.
     
    „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“ (გრ: ორბ.).
    „თერგი მრისხანე, თერგი მღელვარე ქაფისა მიაქანებდა.“ („აჩრდილი“ ი. ჭავჭ)
    „გ. ტაბიძის შთაგონების წყაროს წარმოადგენს არა „მოარული“ იდეები და რემინესცენცია, არამედ მისთვის ახლობელი მშობლიური გარემო“ (გ. ასათ).
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9